ახალი ამბები
მძღოლები, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანას გზას არ დაუთმობენ, 30 ლარით დაჯარიმდებიან
FaceBook
კანონის ადმინისტრირების გამკაცრების ინიციატივა სასწრაფო სამედიცონო დახმარების დირექტორს თემურ ბარკალაიას ეკუთვნის


მძღოლები, რომლებიც სასწრაფო სამედიცონო დახმარებას გზას არ დაუთმობენ დაჯარიმდებიან. შესაბამისი კანონი უკვე მოქმედებს, მაგარმ მისი აღსრულება ნაკლებად ხდებოდა. დღეს კი სამედიცინო ცენტრში ამბობენ, რომ თუ მსგავსი შემთხვევები მომავალში დაფიქსირდება სასწრაფო დახმარება ვიდეოჩანაწერს, რომელსაც მათს მანქანებში დაყენებული კამერებით იღებენ, საპატრულო პოლიციას მიაწვდის, ისინი კი შესაბამისად იმოქმედებენ. ჯარიმის ოდენობა 30 ლარს შეადგენს.

კანონის ადმინისტრირების გამკაცრების ინიციატივა სასწრაფო სამედიცონო დახმარების დირექტორს თემურ ბარკალაიას ეკუთვნის. "კომერსანტთან" საუბრისას ბარკალაია აცხადებს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაგვიანებას ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთი ფაქტები იწვევს.

ყველაზე დიდ პრობლემად ბარკალაია ცრუ და არამიზნობრივ ზარებს ასახელებს. მისი განცხადებით, ხშირად ხდება, როდესაც დღეში რამდენჯერმე ერთი და იგივე პაციენტი ურეკავს და წნევის ან სიცხის გასაზომად იძახებს სასწრაფოს, ამ დროს კი სხვა პაციენტთან მისვლა გვიანდება.

"ჩვენი სერვისი ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არის ცუდად და მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. ამიტომ ჩვენ არ უნდა დავდიოდეთ სიცხეზე, თავის ტკივილზე, ბორჯომი ამომიტანე და პური მიყიდეზე. რატომღაც ამის გამოც გვიძახებენ, რაზეც ძალიან დიდი ადამიანური და დროის რესურსი მიდის. შეიძლება ვიღაც არამიზნობრივი ან ცრუ გამოძახების გამო დაზიანდეს სხვა",- აცხადებს ბარკალაია.

მისივე ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის წევრები მუდმივად ხვდებიან ერთმანეთს და მუშაობენ ყველა პრობლემის იდენტიფიცირებასა და გადაჭრის გზებზე. ამ საკითხზე შეხვედრა მომავალ კვირაში იგეგმება. 

commersant.ge
Print