ახალი ამბები
2017 წლის ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 40 000 მეტ მგზავრს უმასპინძლა
FaceBook

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2017 წლის ივნისში 166 რეისი შესრულდა.


აეროპორტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რეისების რაოდენობა 66 % არის გაზრდილი.

რაც შეეხება, მგზავრთა ნაკადს, გასულ თვეში ქუთაისის საერთაშრისო აეროპორტით 41 812 მგზავრმა ისარგებლა, რაც 94 % მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, რადგან 2016 წლის ივნისში აეროპორტმა 21 579 მგზავრს უმასპინძლა.

ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საშუალო კლასის სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.

"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, სასტუმრო 50 ადგილიანი იქნება და მას დეველოპერული კომპანია GDG ააშენებს.

ამავე თემაზე:

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი რეისი დაემატა

ქუთაისის აეროპორტში ახალი ავიაკომპანია შემოდის


Print