ახალი ამბები
ქუთაისის ტურიზმის ცენტრის შენობის პირველი სართულის ნაწილი 1 100 ლარად გაქირავდა
FaceBook
ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ადმინისტრაციამ შენობის პირველი სართულის ნაწილი აუქციონზე 1 100 ლარად  გაასხვისა. ობიექტით მხოლოდ ერთი მსურველი დაინტერესდა, რომელმაც აღნიშნული ფასი აუქციონზე 8 ივლისს დააფიქსირა. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში განმარტავენ, რომ კომპანიასთან ხელშეკრულება 10 დღის ვადაში უნდა გაფორმდეს. 

ქუთაისის ტურიზმის ადმინისტრაციამ შენობის  პირველი სართულის ნაწილის ფართი აუქციონზე მიმდინარე წლის 3 ივლისს გამოიტანა, რომლის საწყისი ფასი 600 ლარი იყო.

აუქციონის პირობების მიხედვით, ფართის შემსყიდველ კომპანიას 5 წლის ვადით  სარგებლობაში გადაეცემა რუსთაველის გამზირი N9ა,-ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის ნაწილი, რომლის ფართობი 3.0 კვ.მ ია.

ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, ტურიზმის სფეროში არანაკლებ 18 თვიანი სამუშაო გამოცდილების მქონე კომპანიამ უნდა იმუშაოს.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ტატო ლილუაშვილი განმარტავს, რომ კაფე-ბარის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის და ქართული სუვენირების მაღაზიის მოსაწყობად ფართებს აუქციონზე უახლოეს მომავალში გამოიტანენ.

ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი 2 მაისამდე მერიის ადმინისტრაციულ შენობაში იყო განთავსებული. ცენტრისთვის  "მირზაანის" ყოფილი შენობა მერიამ 2015  წელს შეიძინა, ხოლო  ობიექტის მოსაწყობად  სახელმწიფო შესყიდვა  გასულ წელს გამოაცხადა, სადაც გამარჯევბულ კომპანიად შპს "პარმარი" დასახელდა. კომპანიამ ობიექტის კეთილმოწყობის სანაცვლოდ ბიუჯეტიდან 162 000 ლარი მიიღო.

ამავე თემაზე:

რგო, ზღვა და მზე - ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მოხატული კედელი (ფოტო)

ქუთაისის მერიამ "მირზაანის" შენობა შეიძინა

ქუთაისში ტურისტული ცენტრის გახსნაზე ლენტი განჯის მერმა გაჭრა

ქუთაისში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობის ნაწილს აუქციონზე გაიტანენ

ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა 2 მაისიდან ამ დრომდე 600 ტურისტი მიიღო
Print