ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელია
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში 10 - 12 ივლისს მზიანი ამინდია ნავარაუდევი. ჰაერი კი, 25 - 28 გრადუსამდე გათბება.

ხოლო 13 - 14 ივლისს ჰაერი 32 გრადუსამდე გათბება.

"კვირის განმავლობაში ამინდი არამდგრადი იქნება. 14 ივლისის მეორე ნახევრიდან ამინდი გაურესდება. მოსალოდნელია წვიმა და ელჭექიც. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი", - განმარტავს გარემოს ეროვნული სააგნტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელძღვანელი, დოდო გვაზავა.

სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში 16 ივლისიდან გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს.



Print