ახალი ამბები
პარკირება შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში პარკირების ადგილზე შშმ პირებისთვის დახაზულ სადგომებს ხშირად ის მძღოლები იყენებენ, ვისთვისაც ისინი არ არის განკუთვნილი.
იმის მიუხედავად, რომ შპს "პარკინგსერვისმა" რამდენიმე დღის წინ ასეთი  სადგომები მხოლოდ დანიშნულებისამებრ გამოყენების მიზნით ლურჯად შეღება, მძღოლების ნაწილი ამ წესს მაინც არ იცავს და შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე საკუთარ ავტომობილს აპარკირნგებს.





"ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური მომენტიც იქნება. როცა ხედავ, რომ მარტო შენ დგახარ პირობითად, ლურჯ ან ყვითლად შეღებილ ადგილზე, მეორედ ამას აღარ გააკეთებ", – აცხადებდა ქუთაისიპოსტთან საუბარში "პარკინგსერვისის" დირექტორი, ირაკლი სარიშვილი.

ქუთაისში სულ 274 ლოკაცია, სადაც ავტომობილის დაპარკინგებაა შესაძლებელი. ჯამში კი, ქალაქის მასშტაბით პარკირების ადგილი 3500–მდე ავტომობილისთვისაა დახაზული.
Print