ახალი ამბები
"დენის საფასურს გადავიხდით" - მეორადი ტანსაცმლის ბაზარში გაგრილების სისტემისთვის ჩამრთველები დაამონტაჟეს
FaceBook

ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ მეორადი ტანსაცმლის ბაზარში, სადაც მოვაჭრეები კონდიცირებას ითხოვდა,

ბაზრის ადმინისტარციამ, ვენტილატორების დასამონტაჟებლად ელექტროენერგიის ჩამრთველები დაამონტაჟა.

"თავად იყიდონ ტექნიკა, ჩვენ კი, გახარჯულ დენის საფასურს გადავიხდით", - ამბობს შპს "ოაზისი 2002" -ის დამფუძნებელი, იოსებ ყიფიანი. ბაზრის მოვაჭრეებმა კონდიცირება 6 ივლისს  მოითხოვეს. ბაზრის ადმინისტრაციაში კი განმარტეს, რომ შეუძლებელი არის კონდიცირების დამონტაჟება.

"ტექნიკოსებმა მითხრეს, რომ შენობაში კონდიცირების მონტაჟი ვერ მოხერხდებოდა", - ამბობს შპს "ოაზისი 2002" -ის დამფუძნებელი, იოსებ ყიფიანი.  ბაზრის ადმინისტარია მოვაჭრეებს შეპირდნენ, რომ დენის წყაროს დაუმონტაჟებდნენ. 

მოვაჭრეების თქმით, ბაზარში ვენტილატორების დაყენება ვერაფერს შეცვლის, რადგან ცხელ დღეებში შენობაში ყოფნა გაუსაძლისია.

"შესაძლებელია რამდენიმემ  დაამონტაჟოს ვენტილატორი, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება. ჯერ არ არის ცხელი დღეები. ვცდით ჩვენ მაინც და დავაკვირდებით თუ შეიცვლება რამე", - აცხადებენ მოვაჭრეები.

ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მეორადი ტანსაცმლის მაღაზია შპს "ოაზისი 2002" საკუთრებაშია. ამ ორგანიზაციის საკუთრებაში არსებულ ბაზრობაზე დაახლოებით 300-მდე მეწარმეზეა გაიჯარებული.

ამავე თემაზე:

"შეგვიქმნან ადამიანური პირობები" - მოვაჭრეები გაგრილების სისტემის დაყენებას ითხოვენ

Print