ახალი ამბები
ჟონეთში მცხოვრებლები სოფლიდან გასახლებას ითხოვენ
FaceBook
ჟონეთში მცხოვრები მოსახლეობა სოფლიდან გასახლებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ყოველი გაწვიმების შემდეგ სოფელი იტბორება და აქ ცხოვრება გაუსაძლისი ხდება.



ისინი ხელისუფლებას მოლაპარაკებას სთავაზობენ და ითხოვენ, გამოიყოს კომისია, რომელიც მათ საცხოვრებლებს შეაფასებს. ბოლო ორი თვის მანძილზე სოფელი ძლიერი წვიმისგან სამჯერ დაიტბორა.

სოფლის რწმუნებული ამბობს, რომ ყოველი სტიქიის შემდეგ ზარალი ითვლება და ერთჯერადად ხდება ანაზღაურება. გადაწყვეტილება კი მისი თქმით, მოლაპარაკების გზით უნდა მიიღონ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთის მოსახლეობა, რომელსაც ერთი თვის წინ ძლიერმა წვიმამ მოსავალი გაუნადგურა, ზარალის ანაზღაურებას თავიანთი ძალებით ცდილობდა.



ამავე თემაზე:

ნაწილობრივ ანაზღაურებული ზარალი და საშიშ ზონაში დარჩენილი მოსახლეობა

წყალტუბოში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან (ფოტო)

Print