ახალი ამბები
გეგუთის კომპლექსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე გაგუთის კომპლექსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებულ ტენდერში (NAT170006030) "შპს ძველი გალავანმა" გაიმარჯვა. რომელიც სამუშაობის შესრულების სანაცვლოდ  60 000 ლარს მიიღებს. 

გამარჯვებული კომპანია კომპლექსში კამარის ზედაპირზე აგურის წყობის აღდგენას და ჰიდროსაიზოლაციო ფენის და არმირებული ბადის მოწყობას უზრუნველყოფს. ასევე, დაგეგმილია რიყის ქვით წყობის აღდგენა, ლითონკონსტრუქციის ვიტრაჟის მოწყობის და განათების სისტემის მონტაჟის განხორციელება.

გეგუთის კომპლექსში, ასევე ჩატარდება არქეოლოგიური სამუშოები.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა შესრულების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია  ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მეთოდების სრული დაცვით. სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან.

თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე, მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას ტრანსპორტირება, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ გეგუთის კომპლექსზე სამუშაობი 2017 წლის 30 ნოემბრისთვის დასრულდება.

ერთიანი საქართველოს დაშლის შემდგომ 18 ს-ის ბოლომდე გეგუთი იმერეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენციაა. თავისი ხუროთმოძღვრული გადაწყვეტით გეგუთის კომპლექსი უნიკალურ ნაგებობას წარმოადგენს. დღესდღეობით გეგუთის სასახლე ძლიერ დაზიანებუა, ჩამოშლილია კედლები, დაზიანებულია კამარაც. გადახურვის უქონლობის გამო მასზე მცენარეული საფარია გაჩენილი და ჩაედინება ნალექი, რაც მძიმე მდომარეობაში მყოფი ნაგებობას კიდევ უფრო აზიანებს
Print