ახალი ამბები
"გაკვეთილები არ გვიტარდება" - ზესტაფონის საჯარო სკოლაში ხვალიდან მოკვლევას დაიწყებენ
FaceBook
"თითქმის არ გვიტარდება გავკვეთილები. მასწავლებლები ყავის დალევით არიან დაკავებულები"


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში მაღალ კლასებში გაკვეთილები აღარ ტარდება. ამის შესახებ ინფორმაცია "ქუთაისიპოსტს" აღნიშნული მუნიციპალიტეტის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიაწოდეს.
"თითქმის არ გვიტარდება გავკვეთილები. მასწავლებლები ყავის დალევით არიან დაკავებულები", - განმარტავენ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში მოსწავლეები, რომელთა ვინაობას, პრობლემის შესაძლო შექმნის გამო, არ ვასახელებთ.
აღნიშნულის სკოლის დირექტორი, კახა ჩიხლაძე განმარატავს რომ სკოლაში გაკვეთილების ჩავარდნას ადგილი არ ჰქონია.
"ჩვენთან არასოდეს არ ცდება გაკვეთილები, განსაკუთრებით მაღალ კლასებში. ასე რომ იყოს, აქ მაკონტროლებლები გვყავს. სკოლაში ორი მანდატურია", - ირწმუნება "ქუთაისიპოსტთან" სატელეფონო საუბარში კახა ჩიხლაძე.
ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, რომ საჯარო სკოლებში გაკვეთილების გაცდენებს მასიური სახე არ აქვს.
"ვაღიარებ, რომ მეთორმეტე კლასებში არის ხშირი გაცდენები და ყოველთვის ვცდილობ ეს საკითხი კრებაზე ან თათბირზე მოვაგვარო. რაც შეეხება, მეხუთე საჯარო სკოლას, ახალი დირექტორი ჰყავს და ცდილობს მოწესრიგებული იყოს ყველაფერი. ყველა შემთხვევაში, ამ საკითხზე მოკვლევას ხვალიდან დავიწყებ", - ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნონა ბაბუაძე.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სულ 33 საჯარო სკოლაა. აქედან, 7 საჯარო სკოლა ქალაქ ზესტაფონში მდებარეობს.

თეკლე მორგოშია
Print