ახალი ამბები
ძლიერმა წვიმამ სოფელ ჟონეთში საცხოვრებელი სახლები დატბორა
FaceBook
სტიქიაა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში. გადაუღებელი წვიმების შედეგად მდინარე რიონი ადიდდა და წყალმა საცხივრებელი სახლები დატბორა. ადგილობრივების თქმით, გვიან ღამით მოვარდნილმა წყალმა სკოლის შენობაც დატბორა და ჟონეთიდან ნამოხვანისკენ მიმავალი გზაც გადაკეტა.

"მთელი ღამე გარეთ გავათენეთ,შიშით ვერ დავიძინეთ.ყოველი გაწვიმების დროს ასეთ მდგომარეობაში ვართ", - ამბობს ადგილობროვი მკვიდრი, ია ბობოხიძე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთის მოსახლეობა, რომელსაც ერთი თვის წინ ძლიერმა წვიმამ მოსავალი გაუნადგურა, ზარალის ანაზღაურებას თავიანთი ძალებით ცდილობდა.



ამავე თემაზე:

ნაწილობრივ ანაზღაურებული ზარალი და საშიშ ზონაში დარჩენილი მოსახლეობა

წყალტუბოში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან (ფოტო)

Print