ახალი ამბები
სტიქია რაჭაში - ძლიერი წვიმის შედეგად სოფლები გარესამყაროსაა მოწყვეტილი (ვიდეო)
FaceBook
სამდღიანი ძლიერი წვიმის შედეგად რაჭაში სოფლები გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ადიდებულმა მდინარემ  სოფლამდე მისასვლელი გზა და ხიდები წაიღო. ღები, გონა და თევრეშო -  ეს ის სოფლებია, რომელიც  სტიქიამ დააზარალა. ადიდებულმა მდინარე რიონმა მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძები დააზიანა, რის გამოც, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ასევე, დატბორილია ალპანა-მამისონის ცენტრალური მაგისტარლიც.




ონის მუნიციპალიტეტის ცენტრში საბავშვო ბაღი და ცენტრალური პარკი დაიტბორა. წყალი შევიდა მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებშიც.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში მსგავსი სტიქია არ ახსოვთ. ზარალის დამთველი კომისია უკვე შექმნილია, თუმცა, სანამ არ გამოიდარებს ზარალის ზუსტი ოდენობის დათვლა ვერ ხერხდება. მონაკვეთზე პარალელურ რეჟიმში მუშაობს ტექნიკა.




Print