ახალი ამბები
რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის რისკები კონსტიტუციის პროექტში- TDI -ს რეკომენდაციები
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში რელიგიური თავისუფლების შესახებ ჩანაწერი, გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს.
ორგანიზაციამ, რომელმაც კონსტიტუციის პროექტში რელიგიური თავისუფლების შესახებ მუხლის შესახებ რეკომენდაციები უკვე მოამზადა, მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ასუსტებს რწმენის, სინდისისა და თავისუფლების დაცვის სტანდარტებს, რაც საფრთხეს უქმნის რელიგიური გამოხატვის თავისუფლებას და რისკის ქვეშ აყენებს ამ უფლების დაცვას.

კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მიხედვით, რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი გამოვლინება სხვის უფლებებს ლახავს. ახალი რედაქცია კი TDI - აზრით, ამ არეალს აფართოებს და რწმენის თავსუფლების შესასზღუდად მეტ სამართლებრივ ბერკეტს აძლევს სახელმწიფოს.

მაგალითად, ცვლილებათა პროექტში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთი საფუძველი სახელმწიფო უსაფრთხოებაა, რომლის მოტივითაც რწმენასა და გამოხატვის თავისუფლება შესაძლოა შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ მათი გამოვლინება საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საზოგადოების არსებობას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, შეიცავს დანაშაულის ან ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს, ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელებას ან არღვევს სხვათა უფლებებს.

TDI მიიჩნევს, რომ ეს მოტივი სახელმწიფოს მიერ გარკვეული რელიგიური ჯგუფების საქმიანობის არალეგიტიმურად შეზღუდვის რისკებს შეიცავს და ის, შესაძლოა,  ბოროტად იქნას გამოყენებული.

ადამიანის უფლებათა ეროპული კონვენციის მიხედვით, სახელმწიფოს უსაფრთხოების საფუძველი დასაშვებად ცნობს შეზღუდოს სამართლიანი სასამართლოს, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის, შეკრების და გაერთიანების და მიმოსვლის თავისუფლება, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას კი ასეთივე საფუძვლით გამორიცხავს.

TDI მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უფრო მკაფიოდ უნდ ჩამოაყალიბოს ეს მუხლი და არ დაუშვას ცალკეული რელიგიური ჯგუფების უფებების შეზღუდვა და დომინანტური რელიგიური გაერთიანების გაძლიერება.

საქართველოს პარლამენტს ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები უკვე მისცა ვენეციის კომისიამ და აღმსარებლობის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა.

Print