ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში 8 ივლისიდან გამოიდარებს
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ნალექი მიმდინარე წლის 7 ივლისს საღამოს საათებში შეწყდება.
სინოპტიკოსების ცნობით, 8 ივლისიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ჰაერი 30 გრადუსამდე გათბება.

"8 ივლისს ველოდებით გამოდარებას, მზიანი ამინდს ვვარაუდობთ 9 ივლისსაც, თუმცა, შესაძლებალია იყოს ხანმოკლე წვიმა", -  განმარტავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში 10-დან 14 ივლისის ჩათვლით ტემპერატურა მოიმატებს. ჰაერი 34 გრადუსამდე გათბება.
Print