ახალი ამბები
ენერგოეფექტური საბავშვო ბაღების მოწყობაზე ქუთაისში შეხვედრა გაიმართა
FaceBook

ქუთაისის მერიაში "მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრის" წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.

სადაც, წარმოდგენილი იყო ორგანიზაციის მიერ რუსთავში მდებარე სამ ბაღში განხორციელებული სამუშაობის დეტალები. "მდგრადის განვითარებისა და პილიტიკის ცენტრმა" რუსთვში მდებარე 3 ბაღში ენერგოეფექტური რეაბილიტაცია ჩაატარა.

ბაღებში განთავსდა ენერგოეფექტური კარ-ფანჯარა, ასევე დამონტაჟდა თბოიზოლაცია, დაითბუნა კედელი, ჭერი, იატაკი.

" პროექტის განხორციელება მოხდა ევროკავშირის დაფინანსებით, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ენერგოეფექტურ რეკონსრტუქციაზე. უკვე ორი ბაღი სრულყოფილად შევასრულეთ. პროექტი, თავის მხრივ, ეკონომიურია 67 % ამცირებს ხარჯებს და ამასთანავე ჩატარდა ისეთ ბაღებში სადაც სამუშაობი 15 წელია არ ჩატარებულა", - განმარტა შეხვედრაზე  "მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრის" დირექტორმა, კარინა მელიქიძემ.

მისი თქმით, პროექტი, რომელიც ევროკავშირთან ერთად განხორციელდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში შეხვედრასაც ითვალისწინებს. სურვილის შემთხვევაში საგრანტო პროექტში ნებისმიერ მუნიციპალიტეტს შეუძლია მონაწილეობის მიღება.

"მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრის" წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული პროექტი ევროკავშირმა 808 765 ევროთი დააფინანსა.

 

Print