ახალი ამბები
წყალტუბოს მკვიდრი თურქეთში გარდაიცვალა
FaceBook
თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. 39 წლის მამაკაცს ოჯახი 26 ივნისის შემდეგ ეძებდა.
გარდაცვლილის ძმის მიხეილ მაჩაიძის თქმით, მისი ძმა სავარაუდოდ მოკლეს, რადგან ამოსაცნობად პროზექტურაში მისულმა ახლობელმა ნახა, რომ თავის არეში დანა ჰქონდა ჩარტყმული.

გივი მაჩაიძეს გამთენიისას სარფის საბაჟოზე გადმოასვენებენ. გარდცვლილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის მკვიდრია.
Print