ახალი ამბები
ქუთაისში წერეთლისა და ჯიბლაძის ქუჩაზე საცობებია (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში წერეთლის ქუჩაზე, წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოძრაობა პარალიზებულია.

წერეთლის ქუჩაზე, ჯიბლაძიდან აღმაშენებლის ქუჩამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დილის 10 საათიდან შეიზღუდა. ავტომობილების დიდი ნაკადის გამო წერეთლისა და ჯიბლაძის ქუჩაზე საცობებია, რის გამოც, მძღოლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

"დაახლოებით 40 წუთია მოვდივარ. არ ვიყავით დროულად ინფორმირებული, რომ შეზღუდვები იქნებოდა. შემდეგში მოვერიდები ამ ქუჩით მოძრაობას, მაგრამ ინტესიურად იმუშაონ და იქნებ მალე დაასრულონ, რომ მსგავსი პრობლემა არ შეიქმნას," - ამბობს ქუთაისელი მძღოლი.


ჯიბლაძის ქუჩა



ინფორმაცია წერეთლის ქუჩაზე მოძრაობის შეზღუდვის შესახებ მიმდინარე წლის 4 ივლისს გავრცელდა.

ავტომობილები და საქალაქო ტრანსპორტი ჯიბლაძის ქუჩით იმოძრავებენ. მანამდე ამ მიმართულებით გადაადგილება აკრძალული იყო, თუმცა საპატრულო პოლიციის მიერ ცალმხრივი მოძრაობის აკრძალვა დროებით მოხსნილია. პოლიციის თანამშრომელთა განმარტებით, წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე წერეთლის ქუჩიდან ჯიბლაძის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა ისევ აიკრძალება.

წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები ჩვენთან საუბარში განმარტავენ, რომ წერეთლის ქუჩაზე მთლიანად იცვლება ცენტრალური მილი.

"სამუშაოები დღის და ღამის საათებში იქნება. ვცდილობთ, ეს მონაკვეთი დროულად დავასრულოთ. დაახლოებით 2 კვირა გაგრძელდება წერეთლის ქუჩის ამ მონაკვეთზე წყლის სისტემის რეაბილტაცია," - განმარტავს წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი.

წერეთლის ქუჩაზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 9 აგვისტოსთვის უნდა დასრულდეს.
Print