ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში ქუთაისი-ბერლინის რეისი არ შესრულდა (ვიდეო)
FaceBook

ქუთაისისი საერთაშორისო აეროპორტში, ქუთაისი-ბერლინის რეისი გადაიდო.


რეისი დღეს დილის 06:00 საათზე უნდა შესრულებულიყო.

რეისის გადადებას მგზავრთა უკმაყოფილება მოჰყვა და აცხადებენ, რომ ამ დრომდე არ იციან როდის შესრულდება ბერლინის მიმართულებით ავიარეისი. მათი თქმით, რეისის გადადება მათთვის ხელისშემშლელია, რადგან ბერლინში სასტუმროებში განხორციელებული ჯავშნების გაუქმება უკვე დაგვიანებულია.



ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, რომ ავიაკომპანია "ვიზეაირის" რეისი, რომელიც მემინგენიდან - ქუთაისის, მიმართულებით სრულდებოდა უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდა, რის გამოც მგზავრების ნაწილი თბილისში დარჩა.

მათი თქმით, ქუთაისი - ბერლინის რეისზე დარეგისტრირებული მგზავრები სასტუმროებში გადანაწილდნენ.

აეროპორტში ამ დრომდე არ იციან როდის შესრულდება რეისი. მათი თქმით,  ისინი კომპანია "ვიზეარის" გადაწყვეტილებას ელოდებიან.

 

Print