ახალი ამბები
"TI" " შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის ფართო უფლებამოსილებას ეხმაურება
FaceBook
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2017 წლის 11 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას აპროტესტებს, რომლის თანახმად შპს „ჯორჯიან მანგანეზში” დანიშნულ სპეციალურ მმართველს ფართო უფლებამისილება მიენიჭა.
ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმოში სპეციალური მმართველის დანიშვნის მოთხოვნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 მაისს მიმართეს.

„სასამართლომ დავა დაჩქარებული წესით განიხილა. მიუხედავად იმისა, რომ შუამდგომლობა, მტკიცებულებების ჩათვლით, 1195 გვერდს შეადგენდა და სამართლებრივად რთული კატეგორიის იყო, მოსამართლემ დავა 24 საათში, ზეპირი მოსმენის გარეშე, მხარისათვის შეუტყობინებლად განიხილა,“- აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციში განმარტავენ, რომ სასამართლომ სპეციალური მმართველი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე კომპანიის მართვის სამივე შტოს, დირექტორის, სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერთა საერთო კრების უფლებამოსილებებით აღჭურვა, მაშინ, როდესაც კანონის მიხედვით სპეციალური მმართველი მხოლოდ ლიცენზირებადი/სანებართვო საქმიანობის განსახორციელებლად ინიშნება.

„შესაბამისად, გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა სპეციალური მმართველისათვის ისეთი უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც არ უკავშირდება სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესრულებას. მაგალითად, როგორიცაა, გადაწყვეტილების მიღება შპს „ჯორჯიან მანგანეზის” პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებით შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სასამართლო მოქმედებდა შპს „ჯორჯიან მანგანეზის” ინტერესების წინააღმდეგ და გადაწყვეტილების მიზანს კომპანიის მენეჯმენტის და წილების უმრავლესობის მფლობელის მართვიდან ჩამოშორება წარმოადგენდა,“- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

შპს "ჯორჯიან მანგანეზმა" სახელმწიფოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგო. საქმე ეხებოდა შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში"" შემოსავლების სამსახურის მიერ 2015 წელს ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად, 200 მილიონამდე თანხის დარიცხვის კანონიერებას. სასამართლოს გადაწყვეტილებით ჯარიმა გაუქმდა და საქმე თავიდან განსახილველად დაუბრუნდა ადმინისტრაციულ ორგანოს.

Print