ახალი ამბები
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მე-18 საბავშვო ბაღის მიმდებარედ  მდებარე პირუტყვის სადგომში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას სამაშველო სამსახურის სამი ბრიგადა უზრუნველყოფდა.  

პირუტყვის სადგომი, ნიკეას ქუჩაზე მცხოვრებ ბონდო  ბანძელაძეს ეკუთვნის. 

"დილით ცეცხლი დავანთე და ალბათ, ამის შედეგად გაჩნდა ხანძარი.  მეზობლის ფარდული და საქონლის სადგომი არის დამწვარი", - ამბობს ბონდო ბანძელაძე.

ცეცხლი დილის 9 საათზე გაჩნდა და ამ დროისთვის 60 კვ.მ  ფართობია დამწვარი.


Print