ახალი ამბები
ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
FaceBook
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი ადამიანი დაიჭრა.
ინციდენტი დღეს, საღამოს საათებში მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმის გამოძიება სსკ 118-ე მუხლითაა აღძრული, რომელიც სხეულის მსუბუქად დაზიანებას ითვალისწინებს.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.
ქუთაისიპოსტი
Print