ახალი ამბები
ეროვნული გამოცდების პირველ სესიას აბიტურიენტების 3% გამოეთიშა
FaceBook

ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პირველ სესიაზე აბიტურიენტების 97% გამოცხადდა.


"გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების სამი პროცენტი არ გამოცხადდა პირველ სესიაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ესენი გამოეთიშნენ გამოცდებს", - განმარტავენ  გამოცდების ეროვნული ცენტრში.


შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდები მთელის საქართველოს მაშტაბით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
გამოცდების ჩასაბარებლად  სულ 22 ცენტრია გახსნილი. ქუთაისში გამოცდები #1, #41, #17 საჯარო სკოლებში ტარდება.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 18 მსჯავდებული აბარებს.

განრიგის მიხედვით, 3 ივლისს ქართული ენასა და ლიტერატურაში  მეორე სესიაც ჩატარდება, რომელზეც რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.

ასევე, პირველი და მეორე სესია 6 და 7 ივლისს ზოგადი უნარების ტესტებში გაიმართება. ხოლო, 10-11 ივლისს ინგლისურ ენაში.

10 ივლისი (პირველი სესია) 11-ივლისი (მეორე სესია) - რუსული ენა; 10 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;

11 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა; 12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;

13 ივლისი (მეორე სესია) - მათემატიკა; 14 ივლისი (მეორე სესია) - ლიტერატურა; 17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) ისტორია.

18 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;

19 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია;

25 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება;

26 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა;

26 ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

27 ივლისი (პირველი სესია) – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი

 

Print