ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში 5 ივლისიდან წვიმაა მოსალოდნელი
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 3-4 ივლისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება.
ტემპერატურა კი 38-40გრადუსამდე გათბება. სინოპტიკოსების  ვარაუდით, ცხელი ამინდი დასავლეთ საქართველოში 5 ივლისამდე შენარჩუნდება.

"5 ივლისს სანაპირო რაიონებში და დასავლეთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, რაც გამოიწვევს ტემპერატურის დაკლებას" - განმარტავს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გავზავა.

მისი თქმით, ნალექიანი ამინდი დასავლეთ საქართველოში 8 ივლისის ჩათვლით შენარჩუნდება, ჰაერი კი 27-30 გრადუსამდე გათბება.
Print