ახალი ამბები
3 ივლისს ეროვნული გამოცდები ქართული ენა-ლიტერატურის გამოცდით დაიწყო
FaceBook
3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

აბიტურიენტები დღეს ქართული ენა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. გამოცდები ქუთაისში  #1, #17 და #41 საჯარო სკოლებში  მიმდინარეობს. 

განრიგის მიხედვით, 3 ივლისს ქართული ენასა და ლიტერატურაში პირველი და მეორე სესია ჩატარდება.

ასევე, პირველი და მეორე სესია 6 და 7 ივლისს ზოგადი უნარების ტესტებში გაიმართება. ხოლო, 10-11 ივლისს ინგლისურ ენაში.

10 ივლისი (პირველი სესია) 11-ივლისი (მეორე სესია) - რუსული ენა; 10 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;

11 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა; 12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;

13 ივლისი (მეორე სესია) - მათემატიკა; 14 ივლისი (მეორე სესია) - ლიტერატურა; 17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) ისტორია.

18 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;

19 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია;

25 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება;

26 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა;

26 ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

27 ივლისი (პირველი სესია) – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი
Print