ახალი ამბები
ქუთაისში მჭედლიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია შეჩერდა - მოსახლეობა სამუშაოების დროულ დასრულებას ითხოვს
FaceBook
ქუთაისში მჭედლიძის ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაციის გამო დაზიანებული გზის საფარის მოწყობის სამუშაოები 3 დღეა   გაჩერებულია.

შეჩერებულ რეაბილიტაციას ადგილობრივები აპროტესტებენ და სამუშაოების დროულ დასრულებას ითხოვენ.

"ამ სიცხეში გამუდმებულ მტვერში დავიხრჩვით, აღარ შეგვიძლია. მაინც რამდენ ხანს შეიძლება კიდევ ასეთ მდგომარეობაში იყოს ეს ქუჩა აღარ ვიცით. თავი მოგვბეზრდა უკვე ასეთ პირობებში ცხოვრებით," - ამბობენ მჭედლიძის ქუჩაზე მცხოვრებლები.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრში განმარტავენ, რომ ტერიტორიაზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები გაზის მილების გამოცვლის გამო შეჩერდა და  4 ივლისს  განახლდება.

"სოკარმა გამოცვალა სისტემა, ამიტომაც შეჩერდა გზის საფარის მოწყობის სამუშაოები," - ამბობენ კომპანიის ტექნიკური სამსახურის წარმმადგენლები.

მჭედლიძის ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაციის გამო გზის საფარი უკვე 8 თვეა ამორტიზებულია.

აღნიშნული საკითხი არაერთხელ გახდა ამავე ტერიტორიაზე დასახლებულთა კრიტიკის საგანი.

ადგილბრივებს ამორტიზებულ გზაზე ავტომობილები უზიანდებოდათ, რის გამოც პრობლემის მოგვარებაში თვითმმართველობის ჩარევას ითხოვდნენ.

ამ საკითხებზე "ქუთაისიპოსტზე" გასული მასალის შემდეგ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრში პირობა დადეს, რომ ტერიტორია დაჩქარებული ტემპით მოწესრიგდებოდა.

შეპირებისამებრ, გზის მოწყობა ქუჩაზე მიმდინარე წლის 9 ივნისს დაიწყო და ერთ კვირაში უნდა დასრულებულიყო.

ამჟამად კი როგორკ წყალმომარაგების კომპანიში ირწმუნებიან, მჭედლიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 3 ივლისიდან განახლდება და 10 ივლისამდე  დასრულდება.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტერიტორიაზე თურქული კომპანია"ესემკა" ახორციელებს.


ამავე თემაზე:

"ოცნება" ჩვენს ხმებს ვეღარ მიიღებს - ქუთაისში მოსახლეობა იმუქრება (ფოტო)

ქუთაისში მჭედლიძის ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყეს


Print