ახალი ამბები
ქუთაისელი მოსწავლეები დასასვენებლად ურეკში გაემგზავრნენ
FaceBook
ქუთაისის საჯარო სკოლების VIII-IX-X-XI კლასების მოსწავლეთა პირველი ნაკადი დასასვენებლად ურეკში გემგზავრა. 
სოციალურად დაუცველი და წარმატებული მოსწავლეთა შერჩევა საჯარო სკოლებისა და სოციალური სამსახურის მიერ მოხდა.

პროექტის ორგანიზატორი ქუთაისის მერიის განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებაა. 

ნაკადის ხანგრძლივობა 8 დღეს შეადენს, თითოეულ ნაკადში კი 60 მოსწავლე გაემგზავრება. ბანაკს ჰყავს დირექტორი და 4 პედაგოგ-ორგანიზატორი, რომელთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე, მათ მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესაბამისად მოხდა.

ზაფხულის განმავლობაში მოსწავლეები დასასვენებლად 3 ნაკადად გაემგზავრებიან. 26 ივნისი, 3 ივლისი, 10 ივლისი. სულ ამ პროგრამით 180 მოსწავლე ისარგებლებს.

ქუთაისის მერიამ სოციალურად დაუცვველი და წარმატებული მოსწავლეების დასვენების უზრუნველსაყოფად 40 000 ლარის ღირებულების ელექტრონული შესყიდვა მიმდინარე წლის 14 ივნისს გამოაცხადა გამოაცხადა.

Print