ახალი ამბები
ქუთაისში ჰაერის დაბინძირების მონიტორინგი 24 სათიან რეჟიმში განხორციელდება
FaceBook
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის  სადგური დაამონტაჟა. სადგური ქუთაისში, ასათიანი ქუჩა N98-ში მდებარეობს.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი უახლესი ავტომატური სადგურის საშუალებით დამაბინძურებელი ნივთიერებების უწყვეტი 24 საათიანი ონლაინ მონიტორინგი განხორციელდება, რომელიც მონაცემებს ავტომატურ რეჟიმში გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადასცემს.

ატმოსფერულ ჰაერში ნახშირჟანგის (CO); აზოტის ჟანგეულების (NOx, NO, NO2); გოგირდის ორჟანგის (SO2); მიწისპირაოზონისა (O3) და მტვრის სხვადასხვა ფრაქციის შემცველობა განისაზღვრება.

მონაცემები ყოველდღიურად გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე www.meteo.gov.ge განთავსდება.
Print