ახალი ამბები
ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულებს ფულადი საჩუქრები გადაეცათ
FaceBook

ქუთაისში, "ოქროს ჩარდახში" ჟურნალ "განთიადის" დაარსებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.

სადაც, მასწავლებელთა და მოსწავლეთა შემოქმედების კონკურში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

ლიტერატურული კონკურსი საქართველოს მასშტაბით, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, კონკურში 500-მდე ნამუშევარი შევიდა, საიდანაც ჟიურიმ 19 გამარჯვებული გამოავლინა. მათ საჩუქრად დიპლომები და ფულადი პრიზები გადაეცათ.

"ასეთი ასაკის მხოლოდ 3 მოქმედი ჟურნალი არსებობს მსოფლიოში, ერთ-ერთია "განთიადი", სწორედ ამიტომ გამოვაცხადეთ კონკურსი, სადაც გამოვავლინეთ გამარჯვებულები", - ამბობს ჟურნალ "განთიადის" მთავარი რედაქტორი, ავთანდილ ყურაშვილი.

პირველი ადგილი  სამტრედიის რაიონის სოფელ ტოლების საჯარო სკოლის მასწავლებელს ნორა სიხარულიძეს ერგო.

"გამარჯვება ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო, სასიხარულოა რომ მოეწყო ასეთი კონკურსი. შემოქმედი პედაგოგებისთვის და მოსწავლებისთვის ეს არის დიდი სტიმული", - განმარტა  ნორა სიხარულიძემ. 

კონკურში პირველი ადგილის მფლობელს 500, მეორე ადგილზე გასულს 300, ხოლო მესამე ადგილზე გასულს 200 ლარის პრემია გადაეცათ.

ჟურნალი "განთიადი" 1887 წელს დაარსდა

 

Print