ახალი ამბები
საიამ თვითმმართველი ქალაქების შემცირებასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა
FaceBook
საიას ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებმა, თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითთმმართველობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და მოქალაქეების სახელით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
მოსარჩელეები  პარლამენტის 15 ივნისის დადნილებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედივითაც თვითთმმართველი მუნიცუპალიტეტების რაოდენობა განახევრდა. ისინი პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების 987-II გაუქმებას ითხოვენ. საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის, გიორგი სანტურიანის თქმით, გადაწყვეტილება პარლამენტმა მოქალაქეებთან კონსულტაციების გამართვის გარეშე მიიღო.

Print