ახალი ამბები
ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი დაინიშნა
FaceBook

ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლის სარკინიგზო რეისი საზღვაო სეზონთან დაკავშირებით დაინიშნა.

ე.წ. ჩქაროსნული მატარებელი ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით ყოველდღე  იმუშავებს, პირველ რეისი კი, 1 ივლისს  განხორციელდება.

ქუთაისიდან მატარებელი  (რკინისგზის სადგურ ქუთაისი #1-დან ) 10:25 წუთზე გავა და ბათუმში 13:28 წუთზე ჩავა. იმავე მატარებელი ბათუმიდან 23:25 წუთზე გამოვა და ქუთაისში 02:20 წუთზე იქნება.

მატარებლის მგზავრობის ღირებულება 6 ლარი იქნება, ხოლო 5 წლამდე ასაკის ბავშვები მგზავრობის საფასურის გადახდისგან განთავისუფლდებიან.

" მატარებელი ზაფხული სეზონთან დაკავშირებით დაინიშნა. როდემდე შეასრულებს რეისს მატარებელი ეს სეზონის მიხედვით გადაწყდება" - განმარტავს "საქართველოს რკინიგზის" ფილიალის, მგზავრთა გადაყვანის საგარეუბნო მიმოსვლის სამსახურის დასავლეთის მიმართულების კოორდინატორი, გურამ ნერგაძე.

 

Print