ახალი ამბები
"ტორპედომ" სლოვაკეთის "ტრენჩინისთან" მატჩი დიდი ანგარიშით წააგო
FaceBook
საქართველოს თასის მფლობელმა ქუთაისის "ტორპედომ" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა წაგებით დაასრულა.

სლოვაკეთში "ტრენჩინის" წინააღმდეგ მატჩი ანგარიშით 5:1 მასპინძელთა სასარგებლოდ დამთავრდა.

ტორპედოელთაგან ერთადერთი გოლი თამაშის მე-10 წუთზე გიორგი გურულმა გაიტანა.

"ტორპედო" "ტრენჩინის" საპასუხო მატჩი 6 ივლისს, ქუთაისში გაიმართება.

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება "ტორპედომ" გასულ წელს მოიპოვა. 2016 წლის 23 ნოემბერს გუნდი დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გახდა.
Print