საქართველოს თასის მფლობელმა ქუთაისის "ტორპედომ" ევროპის ლიგის
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა წაგებით
დაასრულა.
სლოვაკეთში "ტრენჩინის" წინააღმდეგ მატჩი ანგარიშით 5:1 მასპინძელთა
სასარგებლოდ დამთავრდა.
ტორპედოელთაგან ერთადერთი გოლი თამაშის მე-10 წუთზე გიორგი გურულმა
გაიტანა.
"ტორპედო" "ტრენჩინის" საპასუხო მატჩი
6 ივლისს, ქუთაისში გაიმართება.
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება "ტორპედომ" გასულ
წელს მოიპოვა. 2016 წლის 23 ნოემბერს გუნდი
დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები