ახალი ამბები
ქუთაისში ევროპალიგის შეხვედრა ბათუმელი და პოლონელი ფანების დაპირისპირებით დაიწყო
FaceBook
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბათუმის "დინამოსა" და ბიალისტოკის "იაგელონიასთან" საფეხბურთო შეხვდედრა ფანების დაპირისპირებით დაიწყო.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ბათუმელ და უცხოელ სტუმრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყო.

"რა მოხდა ან რატომ დაიწყო ჩხუბი არ ვიცი. სულ რაღაც წამებში გაივსო "ტორპედოს" სტადიონთან, ეკლესიის წინ, მოედანი ხალხით, ყველა ჩხუბობდა. პარტული რომ არ ჩარეულიყო, როგორ დასრულდებოდა უცნობია. ღმერთმა ნუ ქნას, თამაშის დარულების შემდეგაც გაგრძელდეს ეს დაპირისპირება," - აცხადებენ ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრები მოქალაქეები.

მათი თქმით, საპატრულო პოლიციას არავინ დაუკავებია.

ბათუმის "დინამო" ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ბიალისტოკის "იაგელონიასთან" მართავს.

პოლონელებმა მატჩის წინ ქუთაისში ივარჯიშეს. გუშინვე განცხადება გამოაქვეყნა ბათუმელთა ფანკლუბმა "შავი ზღვის მეკობრეებმა".

"ხვალ მთელი დღის განმავლობაში ფანკლუბის ყველა წევრი სხვა ტალღაზე გადაერთვება და ვიმედოვნებთ, დღე საზეიმო ხასიათით დაგვირგვინდება! 12 საათიდან ერას მოედანზე შევიკრიბებით და "დინამოს" გამხნევებას დავიწყებთ. მოვუწოდებთ ყველა მსურველს, შემოგვიერთდეს. მერე კი ქუთაისისკენ ერთად გავემგზავრებით.

ბიჭებს მივმართავთ, რომ ამ მატჩში მაქსიმუმი გააკეთონ. "იაგელონია" ძლიერი მეტოქეა, მაგრამ გრანდი არ არის და მისი დამარცხება შეუძლებელი არ ჩანს. ფეხბურთში იგებს ის, ვინც მაქსიმალურად იხარჯება. ჩვენ კი ვიცით, რომ მთელი გუნდი ბოლომდე დაიხარჯება და შედეგიც აუცილებლად მოვა.

დაივიწყეთ ყველა წარუმატებელი მატჩი, რომელიც აქამდე ჩაატარეთ და ხვალიდან დავიწყოთ მოგებათა სერია! თქვენ ეს შეგიძლიათ! ჩვენ ეს შეგვიძლია!" - აღნიშნულია ბათუმელთა ფანკლუბის განცხადებაში.

Print