ახალი ამბები
ქუთაისში ზაფხულის კინოჩვენებები გაიმართება
FaceBook
ქუთაისში 27-30 ივლისს "ზაფხულის საღამოების" ფარგლებში კინოჩვენებები გაიმართება. აღნიშნული ღონისძიების მოსაწყობად ქუთაისის მერია ტენდერს (SPA170008894) აცხადებს. კინოჩვენებები ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ 1 625 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა 28 ივნისს გამოაცხადა, სადაც წინადადების მიღება 14 ივლისს დაიწყება და 19-ში დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კინოჩვენებისთვის უნდა უზრუნველყოს მაყურებლისთვის განკუთვნილი შეზლონგების რესტავრაცია (დასუფთავება, ხის ზედაპირის დამუშავება), კინოჩვენებების განმავლობაში ღონისძიების გამართვის ადგილზე მიწოდება და სეანსის შემდეგ ალაგება (32 ცალი), რკინის კარკასზე გადაჭიმული ეკრანის (ბანერის მასალა) დამზადება და მონტაჟი (5ხ3მ.)

ასევე, კინოჩვენებების ტერიტორიის აზიურ სტილში მოწყობის მიზნით მანათობელი ქაღალდის ფარნების დაკიდება მონ პლეზირის თაღის თავზე (20 ფარანი) და კინოჩვენებების გახსინასთვის მცირე პერფომანსის მომზადება პანტომიმის 3 მსახიობის მონაწილეობით (ხანგრძლივობა მინიმუმ 5 წთ.).


Print