ახალი ამბები
დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე - ენმ-ს წევრს დარბაზი დაატოვებინეს (ვიდეო)
FaceBook

ამ წუთებში ქუთაისის საკრებულოს სხდომა  "ნაციონალური მოძრაობის"  ქუთაისის ორგანიზაციის წევრს, ნიკა ნარსიას დაატოვებინეს. მისი დარბაზიდან გაყვანა მერიის დაცვის სამსახურის წარმომადგენლების მიერ მოხდა.



ნარსიას დარბაზიდან გაყვანის დავალება დაცვის წევრებს, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ყანჩელმა მისცა, რომელსაც  სხდომა მიჰყავს.

ნარსიას დარბაზი მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც  საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში შესტანი ცვლილება გააკრიტიკა. მან ადგილბრივი თვითმმართველობის წევრები ამ ცვლილებით საარჩევნო სამზადისში დაადანაშაულა. 

Print