ახალი ამბები
ქუთაისში მოქალაქე "ტორპედოს" წინ "მშვიდობის ბურთის" მონუმენტის დადგმას ითხოვს
FaceBook
ქუთაისელი ბესიკ ადამია, საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" წინ არსებულ მშვიდობის მოედანზე, "მშვიდობის ბურთის" მონუმენტის დადგმას ითხოვს.
ადამიამ ამ მოთხოვნით დღეს ქუთაისის მერიის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამარათა. მისი თქმით, აქციის მიმდინარეობის დროს, შენობასთან, ქალაქის მერს, შოთა მურღულიას შეხვდა და კიდევ ერთხელ სთხოვა იდეის განხორციელებაში ფინანსური დახმარება. ბესიკ ადამიას თქმით, მერი მას მონუმენტისთვის საჭირო თანხის გათვალისწინებას მომავალი წლის ბიუჯეტში დაჰპირდა, რაც მისი თქმით, დაცინვა იყო.

"მითხრა მომავალი წლის ბიუჯეტში ჩაგისვამო. მე ვუთხარი, თქვენ რა ისევ აპირებთ მერობას-თქო? თქვენ აღარ იქნებით კანდიდატი- თქო. ეს არის დაცინვა და შეურაცხყოფა. ვერ გავიგე, დამცინა თუ სიმართლე მითხრა. თუ დამცინა, ე.ი. აპირებს ისევ მონაწილეობას არჩევნებში, თუ არა და ეს შეურაცხყოფად მივიღე", – აცხადებს ბესიკ ადამია.

მისივე თქმით, ამ საკითხში დახმარებას მას ვიცე–მერი, ნოდარ მიქიაშვილიც დაპირდა.

ბესიკ ადამია „მშვიდობის ბურთის“ მონუმენტის დადგმის მოთხოვნას 28 ივნისს, საკრებულოს სხდომაზეც გააჟღერებს.
Print