ახალი ამბები
ქუთაისში სახანძრო უსაფთხოების ნორმების დაცვის მსურველთა რიცხვმა იმატა
FaceBook
ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სახანძრო უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში მიმართვიანობა გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში სახანძრო საზოგადოების კავშირისა და შპს "იმერეთის" დირექტორი, მამუკა შავგულიძე განმარტავს.
შპს "იმერეთი" სახანძრო უსაფრთხოებაზე რამდენიმე ათეული წელია მუშაობს. მამუკა შავგულიძის განმარტებით, ამ დრომდე ორგანიზაციები ნაკლებად იყვნენ დაინტერსებულნი სახანძრო უსაფთხოების ნორმების დაცვით.
"მაგრამ მომხდარი უბედური შემთხვევის მეორე დღეს სამმა ორგანიზაციამ დამირეკა და შეგვიკვეთა სახანძრო უსაფრთხოებისთვის საჭირო საშუალებები", - ამბობს მამუკა შავგულძე.
ქუთაისის საჯარო სკოლებში სახანძრო უსაფთხოების დაცვის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა. ასევე, უსაფთხოების ზომები ქუთაისის საბავშვო ბაღებში ორი წლის წინ განახლა. აღნიშნულ ნორმებს ქუთაისის სასტუმროების მხოლოდ 20 პროცენტი იცავს. სახანძრო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ სახანძრო ნორმებს ეკონომიის გამო არ იცავენ.
თეკლე მორგოშია
Print