ახალი ამბები
"ყველა დამნაშავეს დავიჭერთ და მივართმევთ თემიდას" - სტუდენტების გამოსამშვიდობებელი ჰიმნი (ვიდეო)
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამოსაშვები საღამოსთვის სტუდენტებმა ე.წ გამოსამშვიდობებელი ჰიმნი შეასრულეს.



ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსადამთავრებულების გამოსაშვები საღამო წერეთლის უნივერსიტეტის ეზოში 23 ივნისს გაიმართა.

საღამოზე, რომლის ორგანიზატორი ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გახლდათ, მანტიები დააკლდათ.

ასევე, როგორც „ქუთაისიპოსტისთვის“ გახდა ცნობილი, გამოსაშვები საღამოსთვის სტუდენტებს 10-10 ლარი ააკრებინეს.

"მოხდა თანხის აკრება, რითაც გაკეთდა ტორტი და ფურშეტი. ვფიქრობ, სტუდენტებს ძალიან მოეწონათ ტორტიც და ყველაფერი", - ამბობს ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნანა შონია.


ამავე თემაზე: 

წერეთლის უნივერსიტეტში გამოსაშვებ საღამოზე მანტიები დააკლდათ

წერეთლის უნივერსიტეტში გამოსაშვები საღამოსთვის სტუდენტებს ფული ააკრებინეს
Print