ახალი ამბები
ქუთაისში ავტოსადგურზე მძღოლი გარდაიცვალა
FaceBook
ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ ავტოსადგურზე საქალაქთაშორისო მიკროავტობუსის (ბაღდათი-ქუთაისი) მძღოლი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა 24 ივნისს მოხდა. 

"შემოვიდა სადგურზე, მანქანა დააყენა და ძირს ჩამოდიოდა  უცებ წაიქცა და შეწუხდა. სასწრაფო გამოვიძახეთ და მათ მოსვლამდე გარდაიცვალა", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. ჭავჭავაძის გამზირზე მომუშავე მძღოლების განმარტებით, მამაკაცს გული აწუხებდა.  

"70 წლამდე იყო და როგორც ვიცი გული აწუხებდა და შესაძლოა, უცებ დაარტყა", - განმარტავენ ისინი. 


თეონა წითაძე




Print