ახალი ამბები
"არის ადგილები ახლობლობით" - ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებას ნეპოტიმზში ადანაშაულებენ
FaceBook
ქუთაისის #1 ბაგა-ბაღის ყოფილი თანამშრომელი, ეკატერინე ცეცხლაძე გაერთიანებას ნეპოტიზმში ადანაშაულებს.

ის ოთხი წლის განმავლობაში აღმზრდელის თანაშემწის პოზიციაზე, რეზერვში, მუშაობდა. თანამდებობის გათავისუფლების შემდეგ კი, დაახლოებით ორი კვირის წინ, მის ადგილზე სხვა სრულ შტატზე დანიშნეს.

"როცა ვინმე დეკრეტზე გავიდოდა მაშინ ვმუშაობდი მე. მაგრამ ახლა ჩემს ადგილზე  სრულ შტატზე დანიშნეს ახალი და ვფიქრობ რომ მათი ახლობელია. რადგან ვიცი, რომ არის ადგილები ახლობლობით. ის ვინც არის ახლა დასაქმებული პირდაპირ დანიშნეს, რომელსაც არ აქვს გამოცდილება. მე კი მპირდებოდნენ, რომ თავისუფალი ადგილის გამოჩენისთანავე  ჩამსვამდნენ სრულ შტატში", - ამბობს ეკატერინე ცეცხლაძე.

ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნანა ლორთქიფანიძე ნეპოტიზმის ფაქტს უარყოფს.  რაც შეეხება, ეკატერინე ცეცხლაძეს, ნანა ლორთქიფანიძის თქმით, მისი მოსვლის დროს, ადგილი უკვე განსაზღვრული იყო.

"ეს ქალბატონი ყოველდღე იჯდა ჩემთან და მისი შვილებისთვის ელემენტარული ლუკმა პურის მიცემის შესაძლებლობის მიცემას გვთხოვდა. სწორედ ეს გახდა მისი ამ ადგილას დასაქმების საფუძველი. ეკატერინე ცეცხლაძეს რაც შეეხება, ჩვენ გავესაუბრეთ მას და ვუთხარით რომ მომავალში მისი კადრი გათვალისწინებული იქნება", - ამბობს ნანა ლორთქიფანიძე. 

ზემოთაღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია, რომელმაც ბაგა-ბაღების გაერთიანების საქმიანობა გააპროტესტა.
Print