ახალი ამბები
"ჩემთვის სათაყვანებელი ადამიანია" - ქუთაისის ვიცე-მერი ბიძინა ივანიშვილზე
FaceBook
"ჩემთვის სათაყვანებელი ადამიანია," - ამბობს ქუთაისის ვიცე-მერი, გრიგოლ დალაქიშვილი ბიძინა ივანიშვილზე, რომლის ფოტოც სამუშაო კაბინეტის კედელზე აქვს განთავსებული.

ფოტო პარლამენტის შენობაშია გადაღებული, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პატრიარქი ერთად სხედან.



დალაქიშვილი განმარტავს, რომ ფოტო კაბინეტში თვითონ მოიტანა.

მისივე განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ქვეყანა დაღუპვისგან იხსნა.

"ცოცხიანი კაცები აღარ გვყავს, ზუსტად ვიცი. გაგიგიათ ვინმესთვის ბიზნესი, ცოლი წაერთმიათ?! ვისაც არ უნდა დანახვა ბატონი ბიძინას სიკეთეების, კარაგად იყოს და ვინც ვხედავთ, გვაცადეთ," – აღნიშნავს გრიგოლ დალაქიშვილი.


რაც შეეხება, პატრიარქის სურათს,  განმარტავს,  რომ ილია მეორემ ის ჩოხოსნად აკურთხა და მას ოჯახის წევრად თვლის.

"ჩემი შვილის ნათლიაა და ჩემი ოჯახის წევრია," - ამბობს გრიგოლ  დალაქიშვილი.

ქუთაისის ვიცე-მერმა ივანიშვილისა და პარტიარქის სურათის ფონზე ფოტოს გადაღება, დაღლილობის გამო  არ ისურვა.

ქუთაისის მერიაში მესამე ვიცე-მერის შტატი საკრებულოს 30 მაისის სხდომაზე დაემატა. გრიგოლ დალაქიშვილი კი, მიმიდინარე წლის5 ივნის დაინიშნა.


ამავე თემაზე:

"ქართული ოცნება" გრიგოლ დალაქიშვილს ქუთაისის ვიცე-მერად დანიშვნას ულოცავს

ქუთაისის მერიაში ვიცე-მერის მესამე შტატი დაემატა

ქუთაისის მესამე ვიცე-მერის არასავალდებულო შტატი




Print