ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში 28 ივნისიდან იწვიმებს
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე წლის 26-27 ივნისს უნალექო ამინდია  ნავარაუდევი.
სინოპტიკოსების ცნობით, იმერეთის რეგიონში 26-27 ივნისს ჰაერი 34 გრადუსამდე გათბება. თუმცა, 28 ივნისიდან დასავლეთ საქართველოში ამინდი გაურესდება და ტემპერატურა დაიკლებს.

"28-დან 30 ივნისის ჩათვლით უნდა ველოდეთ ინტენსიურ წვიმას. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერი კი 27 გრადუსამდე გათბება" - განმარტავს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზვა.

სინოპტიკოსების ცნობით, 1 ივლისიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს.
Print