ახალი ამბები
ხარაგაულში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
FaceBook
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.
22 ივნისს რაიონის 5 სოფელში ძლიერი წვიმის შედეგად ფერდობებიდან ჩამოტანილმა ქვა-ღორღმა სოფლებამდე მისასვლელი გზები ჩაკეტა.

მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა სოფელ საღანძილესა და ისლარში, რის გამოც ამ მიმართულებით გადაადგილება შეუძლებელი გახდა.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის შესაბამისი კომისია.

"კომისია ითვლის ზარალს. შემდგომ, საკითხი წარედგინება რეგიონალური განვითარების სააგენტოს, რის შემდეგაც ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის სტიქიების ფონდიდან შესაბამისი თანხა გამოიყოფა",-ამბობს ქუთაისიპოსტთან სუაბარში ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუატატი, კობა ლურსმანაშვილი.

მისივე ინფორმაციით, 22 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად ხარაგაულს ჯამში 250 000 ლარამდე ზარალი მიადგა.

Print