ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები დავების და მედიაციის ცენტრში დასაქმდებიან
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დავების და მედიაციის ცენტრში დასაქმდებიან.
ახალი პროექტი 23 ივნისს წერეთლის უნივერსიტეტში შეხვედრის დროს გახდა ცნობილი. ღონისძიებაზე  წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტსა და თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. 

მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ივნისის თვეში სასწავლებლის  იურიდიული კლინიკის წარმომადგენლებისა და სამართლის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალისათვის ტრენინგები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.

შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ იურიდიული კლინიკის ბაზაზე ჩამოყალიბდება მედიაციის, დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრი, სადაც წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან და შემდეგ დასაქმდენიან.
Print