ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ახალ სტანდარტებზე იმსჯელეს
FaceBook
ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა.
სადაც, ძირითადი თემა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ავტორიზაცის სტანდარტების დანერგვა იყო.

"უკვე დამტკიცდა ახალი ავტორიზაციის სტანდარტები,  რომელიც  ევროპულ მოთხოვნებთან თავსებადია. მოთხოვნების თამასამ საკმაოდ აიწია. ამიტომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება მოუწევს საგანმანათლებლო დაწესებულებებს",  - განმარტა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, თამარ სანიკიძემ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ სტანდარტებს, რომლის დაკმაყოფილებაც წერეთლის უნივერსიეტეტს მოუწევს. სადაც ყურადღება გამახვილებულ იქნა სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებაზე, მრავლფეროვან სტუდენტურ სერვისებზე და სხვა კომპონენტებზე.

"შეხვედრა საინტერესო იყო, რადგან ამ საკითხზე მომუშავე პირველმა პირებმა პასუხები გასცეს აკადემიური პერსონალის კითხვებს, რომელიც აკრედიტაციის მოთხოვნებს ეხებოდა",  - ამბობს აკაკი წერეტლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტომა, გიორგი ღავთაძემ. 

წერეთლის უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ახალი მოთხოვნების შესაბამისად, მათ 2018 წელს მოუწევთ ავტორიზაციის გავლა. 


Print