ახალი ამბები
"შიტრიტ ჯგუფი" ქუთაისში შენობას, საიდანაც ბათქაში ჩამოცვივდა, შეაკეთებს
FaceBook

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩა #13-ში მდებარე შენობას, საიდანაც ბათქაში ცვივა,  რეაბილიტაცია ჩაუტარდება.


ამის შესახებ  ქუთაისიპოტს ობიექტის მეპატრონე კომპანია "შიტრიტ ჯგუფი საქართველოში"  წარმომადგენელმა განიმარტა. შენობის გამაგრებითი სამუშაოები კი, მათივე თქმით, უახლოეს მომავალში დაიწყება.

"უკვე დაწყებულია მუშაობა და შენობას აუცილებლად ჩაუტარდება გამაგრებითი სამუშაობი" -  განმარტავენ ჩვენთან საუბარში "შიტრი ჯგუფ საქართველოს" წარმომადგენლები.


ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩა #13-ში მდებარე ამორტიზებული შენობიდან  მიმდინარე წლის 22 ივნისს აგური ჩამოვარდა, რასაც დედა-შვილი შემთხვევით გადაურჩა.

"ჩამოიშალა კედლის ნაწილი და დიდი ზომის აგური გადმოვარდა. ქალს და ბავშვს დაეცემოდათ რომ არ გაწეულიყვნენ", - განმარტავენ მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებული გარემოვაჭრეები.

ისინი ჰყვებიან, რომ მსგავსი შემთქვევები ფალიაშვილის ქუჩაზე ხშირად ხდება.

"მიტოვებულია ეს შენობა. ამდენი წვიმის მერე დალპა და განადგურდა, ჩამოვარდება ბათქაში აბა რას იზამს. რამდენჯერ მოხდა ასე მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს", - განმარტავენ გარემოვაჭრეები.


ამავე თემაზე:

ქუთაისში ამორტიზებული შენობიდან ბათქაში ცვივა - შემთხვევას დედა-შვილი გადაურჩა

 

Print