ახალი ამბები
ქუთაისში ამორტიზებული შენობიდან ბათქაში ცვივა - შემთხვევას დედა-შვილი გადაურჩა
FaceBook
ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობიდან ბათქაში ცვივა.
ადგილობრივების თქმით, შენობის ნაწილის ჩამოშლის ფაქტი ბოლოს 22 ივნისს დაფიქსირდა, რასაც დედაშვილი გადაურჩა.

"ჩამოიშალა კედლის ნაწილი და დიდი ზომის აგური გადმოვარდა. ქალს და ბავშვს დაეცემოდათ რომ არ გაწეულიყვნენ", - განმარტავენ მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებული გარემოვაჭრეები.

ისინი ჰყვებიან, რომ მსგავსი შემთქვევები ფალიაშვილის ქუჩაზე ხშირად ხდება.

"მიტოვებულია ეს შენობა. ამდენი წვიმის მერე დალპა და განადგურდა, ჩამოვარდება ბათქაში აბა რას იზამს. რამდენჯერ მოხდა ასე მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს", - განმარტავენ გარემოვაჭრეები.

ჩამოყრილი აგურები და ბათქაშის ნაწილი ახლაც შემთხვევის ადგილზეა.




ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე#13 მდებარე შენობა"შიტრიტ ჯგუფი საქართველოში" მფლობელობაშია. გეგმავს თუ არა კომპანია მის მფლობელობაში  არსებული ობიექტის მოწესრიგებას, ქუთაისიპოსტი  კომპანიის წარმომადგებლების პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

Print