ახალი ამბები
"ფლამინგოს" მშენებლობის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შევიდა
FaceBook
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებმა ამავე ქუჩაზე კაფე-ბარი "ფლამინგოს" შესაძლო მშენებლობის შესაჩერებლად დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.

"ყველას გვაინტერესებდა ამ საჩივრის შეტანა. ჩვენ პიროვნული არანაირი ინტერესი არ გვაქვს მოიჯარე მეფარიშვილებთან. გვაქვს პრობლემა მერიასთან, რომელმაც უკანონოდ გაასხვისა ეს მიწის ნაკვეთი", - ამბობს ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრები, რამაზ ხაბაზი. 

ამჟამად, კაფე-ბარი "ფლამინგო" თამარ მეფის ქუჩაზე "კინო საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზე მდეობარეობს. ქუთაისის მერიამ "ფლამინგოს" წარმომადგენლებს თამარ მეფის ქუჩის ნაცვლად, ფართი ბუხაიძის ქუჩაზე 300 კვ. მ მიწის ნაკვეთი 25 წლის ვადით გადასცა.

ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებლები სწორედ ამ ადგილზე "ფლამინგოს" მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, რის გამოც, კაფე-ბარის ადგილზე მისულ წარმომადგენლებსა და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ასევე, მშენებლობის დაწყება ადგილობრივებმა ქუთაისის მერიის წინ აქციით გააპროტესტეს. რის შემდეგაც, ქუთაისის მერის მოადგილემ, ნოდარ მიქიაშვილმა მათ განუცხადა, რომ ბუხაიძეზე "ფლამინგო" არ აშენდება. თუმცა, ამ დაპირების ადგილობრივებს არ სჯერა.


ამავე თემაზე:

"ფლამინგოს" მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 22 ივნისს სარჩელი შეაქვთ

ქუ
თაისის მერიის ორმხრივი გარიგება კინო "საქართველოს" გახსნის სანაცვლოდ

"თქვენ გინდათ ფულები, ჩვენ გვინდა სკვერი" - დაპირისპირება ქუთაისში კაფე-ბარის მშენებლობის გამო (ვიდეო)

"ისუნთქოს ქალაქმა" - საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიასთან

"ისუნთქეთ ცემენტი" - აქცია ქუთაისის მერიის წინ
Print