ახალი ამბები
23 ივნისს ქუთაისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
FaceBook
მიმდინარე წლის 23 ივნისს დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე გაითიშება მაღალი ძაბვის ქვესადგური "ქუთაისი 5",

რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაახლოებით 3100 აბონენტს ქუთაისში ახალგაზრდობის გამზირზე და მის შესახვევებში, აგრეთვე მახვილაძის ქუჩას და წერეთლის ქუჩის ნაწილს.

"აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში. სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება," - აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში".
Print