ახალი ამბები
"ტონობით წყლის ქცევა ვის კისერზეა" - წულაია ნიუპორტის ქუჩაზე დაზიანებულ მილზე
FaceBook
ქუთაისში, ნიუპორტის ქუჩაზე, წყლის მილი დაზიანებულია.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაის თქმით, ზემოთაღნიშნულ ქუჩაზე ქალაქში ჩამოსული უამრავი ტურისტი გადაადგილდება და უხერხულია, როცა ასეთ გზებზე უწევთ გავლა.

"როდემდე შეიძლება იყოს ასე მიტოვებული ეს გზა, სადაც უამრავი ტურისტი დადის. მერამდენე იუბილე უნდა გადავუხადოთ ამ ორმოს? ვეკითხები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას: ტონობით წყლის ქცევა ვის კისერზეა? თქვენ იკლებთ ამ თანხას თუ ჩვენ გვაწერთ მოსახლეობას?"-ს - განაცხადა გოგი წულაიამ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ წყალსადენში მილის დაზიანება ქუთაისში ძალიან ხშირი შემთხვევაა და ის კომპანიას ეწერება. 



წულაიას ბრიფინგის დასრულებიდადან დაახლოებით 15 წუთის გასვლის შემდეგ კი ადგილზე წყალმომარაგების თანამშრომლები მივიდნენ. მათ ჩვენთან საუბარში პრობლემის დღის ბოლომდე აღმოფხვრის პირობა დადეს.

Print