ახალი ამბები
"შენ არ დამირეკოო" - თურქეთში გარდაცვლილი ქუთაისში მცხოვრები ხოტოველის დედა
FaceBook
თურქეთში გარდაცვლილი, ქუთაისში მცხოვრები, ბუნა ხოტოველის დედა, ნათელა ხოტოველი ამბობს, რომ მისი შვილი ტაილანდში ამერიკის დიასპორის მიწვევით სემინარზე, მიმდინარე წლის 6 ივნისს  წავიდა. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ შვილს ბოლოს 18 ივნისს ესაუბრა.

"კვირას  ღამის სამ საათზე დამირეკა, როგორ ხარო? მითხრა, რომ თურქეთში სასტუმრო "კონრადში" იყო. მე დაგირეკავ შენ არ დამირეკოო მითხრა. როგორც ჩანს, რამე პრობლემა ქონდა და არ გამიმხილა. რა მოხდა არ ვიცი, მერე ვურეკავდი და არ მიპასუხა. ბოლოს ვიღაც კაცმა აიღო თურქულად  მიპასუხა. როცა ჩემი შვილი მოვიკითხე მითხრა მისი ჩანთა გვაქვს სასტუმროში და თვითონ არ მოსულაო.  ვთხოვე, პოლიციაში განაცხადეთქო. ვინ რა უქნა ან რა მოხდა არაფერი ვიცი", - ამბობს ბუნა ხოტოველის დედა.

ქუთაისელი ბუნა ხოტოველი თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბუნა ხოტოველი გარდაცვლილი 20 ივნისს ნახეს. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.



Print